ამდენი

ამდენი _  ამ რაოდენობისა, ამ რაოდენობით, ამ ზომის   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“ _  ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რაოდენობა” _ მუშტად შეკრული თითებით მარჯვენა ხელისგული ზევითაა მიმართული, ბოლო ფაზაში თითები თანმიმდევრობით იშლება. ჟესტი სრულდება მკერდის … Read more

Categories

ამას

ამას  _ „ეს“ ნაცვალსახელის მიცემითი ბრუნვის ფორმა   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მარცხნივაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება მარცხენა მხართან.

Categories

ამათ

ამათ  _ „ესენი“ ნაცვალსახელის მოთხრობითი ბრუნვის ფორმა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული ზევით და სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითები ზევით მიემართება, სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

ამბულატორია

ამბულატორია  _ სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება‚ რომელიც სამედიცინო მომსახურებას უწევს ბინაზე მყოფ ავადმყოფებს; სამკურნალო დაწესებულება, სადაც დახმარებას უწევენ მიმსვლელ ავადმყოფებს   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამედიცინო ჯვარი“ –  მარჯვენა ხელი გაშლილი საჩვენებელი თითის  მოძრაობით ჯვარს გამოსახავს მარცხენა მკლავზე (სამკლავურის ადგილას), დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები და  გაშლილი … Read more

Categories

ამბოხი

ამბოხი  _  აჯანყება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი თითებით ქვევით მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას, ორივე ხელი ერთად მოძრაობს ზევით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

ამბორი

ამბორი  _  (ნაზი) კოცნა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რბილი“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, მომდევნო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კოცნა“ _ მარცხენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული … Read more

Categories

ამბავი

ამბავი  _ თავგადასავალი, მონათხრობი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, მრავალფაზიანი სიტყვა-ჟესტი „ახალი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში  მოხრილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ზურგით ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თქმულება“ _ ხელისგულები … Read more

Categories

ამაყი

ამაყი  _ საკუთარი ღირსების გრძნობით გამსჭვალული, თავმომწონე‚ ქედმაღალი‚ ამპარტავანი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები მუშტადაა შეკრული და ცერი ზევითაა წამოწეული, სრულდება მოძრაობა ზევით და ხელი მკერდს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ამაღლება

ამაღლება  _  ვინც ან რაც აამაღლეს ან ამაღლდა‚ მაღალი გახდა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.  

Categories

ამაღელვებელი

ამაღელვებელი  _   ის, რაც აფორიაქებს, აშფოთებს   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული ვერტიკალზე, ცერი და საჩვენებელი თითები კრავს წრეს, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელები ერთმანეთს ამ თითების წვერებით ეხება, ორივე ხელით სრულდება სინქრონული განმეორებადი განსვლითი და დაახლოებითი მიმართულების მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ამაღამ

ამაღამ   _  ამ ღამეს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“ _ ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღამე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში გაშლილი თითები იხრება ფალანგებში. ჟესტი სრულდება მკერდისა და მხრების დონეზე. … Read more

Categories

ამასობაში

ამასობაში  _   ამ დროს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“ _ ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ _ მარჯვენა ხელისგული მარცხნივაა მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით, ცერი ეხება ნიკაპს, თითები მონაცვლეობით ირხევა განმეორებადი მოძრაობით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და … Read more

Categories

ამაო

ამაო  _  უნაყოფო, ფუჭი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით. ხელი რკალური ტრაექტორიით ზევით მიემართება და ეხება სხეულს.  ჟესტი  სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

ამანათი

ამანათი  _ შეკრული საფოსტო გზავნილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფოსტა“ _ მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ხელი მაჯაში მოხრილია და თითები ქვევითაა დაშვებული, საჩვენებელი და შუა თითები ფალანგებშია მოხრილი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, მარჯვენა ხელი რამდენჯერმე ეხება გაშლილი თითებით ზევით მიმართულ მარცხენა ხელისგულს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაგზავნა“ … Read more

Categories

ამაზრზენი

ამაზრზენი _  შემზარავი‚ საზარელი‚ შემაძრწუნებელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერები ეხება მოხრილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ზევით, მომდევნო ფაზაში ორივე ხელზე გაშლილი და ზევით აღმართულია შუა თითი, საჩვენებელი და არათითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.    

Categories