ამბულატორია

ambulatoria

ამბულატორია  _ სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება‚ რომელიც სამედიცინო მომსახურებას უწევს ბინაზე მყოფ ავადმყოფებს; სამკურნალო დაწესებულება, სადაც დახმარებას უწევენ მიმსვლელ ავადმყოფებს

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამედიცინო ჯვარი“ –  მარჯვენა ხელი გაშლილი საჩვენებელი თითის  მოძრაობით ჯვარს გამოსახავს მარცხენა მკლავზე (სამკლავურის ადგილას), დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები და  გაშლილი თითები ზევითაა მიმართული, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.