ჰომოსექსუალი

ჰომოსექსუალი _   ვინც განიცდის ლტოლვას თავისივე სქესის არსებისადმი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და წინ მიმართული საჩვენებელი თითით, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარჯვენივ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჰალსტუხი

ჰალსტუხი _  მამაკაცის ყელზე შემოსახვევი აქსესუარი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ვერტიკალზე განთავსებული ხელისგულები, მოხრილია ცერები და  საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ხელები ეხება მკერდს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი ზევით გადაადგილდება, მარცხენა  _  ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ჯარიმა

ჯარიმა _   1. ფულის გადახდევინება სასჯელად; 2.  სპორტსმენის დასჯა თამაშის წესის დარღვევისათვის   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია არათითი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჯანღი

ჯანღი  _  ავდრის მომასწავებელი, შავი ღრუბელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“ – სხეულისკენ მიმართულია თავთან განთავსებული მარჯვენა ხელისგული, ფართოდ გაშლილი თითებით ხელი ეხება თავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღრუბელი“ –  წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა … Read more

Categories

ხმის მიცემა

ხმის მიცემა –  არჩევანის გაკეთება და არჩევნებში მხარდაჭერა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხმა“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი საჩვენებელი თითით ეხება ყელს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიცემა“ –   სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება ფალანგებში … Read more

Categories

ხილი

ხილი –   მცენარის საჭმელად ვარგისი, ტკბილი და წვნიანი ნაყოფი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვაშლი“ –  ზევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ – ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით … Read more

Categories

ხელფასი

ხელფასი _   შრომის გასამრჯელო, სამუშაო ძალის ფასი, შრომის ფასი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა, არათითი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი  წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.  

Categories

ხელმისაწვდომი

ხელმისაწვდომი _  რაზედაც ხელი მიუწვდებათ, ადვილად მოსაპოვებელი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ზედა ფალანგებში მოხრილი თითები და ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ხელისგული

ხელისგული _  ხელის მტევნის შიდა ნაწილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და წინ მიმართული საჩვენებელი თითით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ხაშლამა

ხაშლამა  _  ძროხის მოხარშული ხორცი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ძროხა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, გაშლილი ცერებით ხელები ეხება თავს, ნეკებიც გაშლილია, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, … Read more

Categories

ხაში

ხაში  _  ძროხის მოხარშული ფაშვის და ჩლიქების წვნიანი კერძი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შიგნეული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაწეული შუათითით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭამა“ – სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი, … Read more

Categories

ხასიათი

ხასიათი _  ადამიანის ფსიქიკურ თვისებათა ერთობლიობა, ზნე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს.  ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

ჭერი

ჭერი  _ ოთახის ზედა ჰორიზონტალური ნაწილი, რომელიც უშუალოდ კედლებს ეყრდნობა   ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითები, სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ჭაღი

ჭაღი  _ კანდელაბრი, ელექტრონათურების (ან სანთლების) დასამაგრებელი ჩამოსაკიდებელი მოწყობილობა, სანათი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შუქი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება ფალანგებში მოხრილი თითების წვერებს, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(ჭაღის) ფორმა“ _  ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით … Read more

Categories

ჭარხალი

ჭარხალი  _  წითელი ფერის ბოსტნეული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „(ჭარხლის) ფორმა“ / „მრგვალი“ _  ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და … Read more

Categories