ჰომოსექსუალი

43

ჰომოსექსუალი _   ვინც განიცდის ლტოლვას თავისივე სქესის არსებისადმი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და წინ მიმართული საჩვენებელი თითით, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარჯვენივ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჰალსტუხი

42

ჰალსტუხი _  მამაკაცის ყელზე შემოსახვევი აქსესუარი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ვერტიკალზე განთავსებული ხელისგულები, მოხრილია ცერები და  საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ხელები ეხება მკერდს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი ზევით გადაადგილდება, მარცხენა  _  ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ცხვირსახოცი

25

ცხვირსახოცი  _  თხელი ქსოვილის პატარა ოთხკუთხედი ნაჭერი, რომელიც იხმარება ცხვირის მოსაწმენდად

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი საჩვენებელი თითი მიმართულია ცხვირისკენ, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება ორჯერადი მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ყაურმა

9

ყაურმა  _    თავისავე ქონში ხახვით მოხრაკული ცხოველის შიგნეულობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ღვიძლი“ _ ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება სხეულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არევა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და ქვევით, მარცხენა კი სხეულისკენ და ზევით, ორივე ხელის ფართოდ გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ტყე

85

ტყე  _   ხეებით დაფარული ვრცელი ფართობი, მცენარეული საფარის ერთ-ერთი ძირითადი ტიპი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჰოსპიტალი

2

ჰოსპიტალი  _   სამხედრო საავადმყოფო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ჯარი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „საავადმყოფო“  – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ჯვარს გამოსახავს მარცხენა მკლავზე.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ჰორიზინტალური

1

ჰორიზინტალური _   ჰორიზონტის პარალელურად მდებარე

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ჰორიზონტალური“ –  ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი დამარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარცხნივ;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვევით“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზევით“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია  საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ზევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ჰორიზონტი

10

ჰორიზონტი  _  წარმოსახვითი ხაზი, რომლის გასწვრივ თითქოს უერთდება ცის გუმბათს დედამიწის ზედაპირი, ცის დასალიერი, თვალსაწიერი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება მოძრაობა წინ დაბოლო ფაზაში გაშლილი თითები ერთმანეთს ეხება.  ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

 

კატეგორია:

ჰონორარი

9

ჰონორარი _   ხელოვანის შრომის გასამრჯელო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ხელფასი“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა, არათითი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული  დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „(სახელფასო) დანამატი“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი, და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითების წვერებს, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჰობი

8

ჰობი _   საყვარელი და სასიამოვნო საქმიანობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამოკიდებულება“  _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა  ზევით-ქვევით და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჰიმნი

7

ჰიმნი _  საზეიმო საგალობელი (მიღებული სახელმწიფოებრივი ერთიანობის სიმბოლოდ)

 

ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ჰოროსკოპი

6

ჰოროსკოპი  _  ადამიანის დაბადების მომენტისათვის მნათობთა განლაგების ტაბულა, რომელსაც ასტროლოგები ადგენდნენ ადამიანის ბედის გასაგებად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვე“ _ წინ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, გაშლილი და ზევით აღმართული ცერი ეხება შუბლს, შემდეგ რკალური ტრაექტორიით ქვევით გადაადგილდება და ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხასიათი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს.  ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჰიგიენა

5

ჰიგიენა   _  ჯანმრთელობისა და სისუფთავის დაცვის პრაქტიკულ ღონისძიებათა ერთობლიობა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა მაჯასთან განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ჰარმონია

4

ჰარმონია _ სხვადასხვა საგნების, სხვადასხვა ნაწილების მწყობრი შეხამება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ჰამაკი

3

ჰამაკი  _  ხეებზე გასაბმელი ბადისებრ მოქსოვილი საწოლი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული, ერთმანეთზე გადაჭდობილი თითებით, ორივე ხელით ერთად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია: