ჭაღი

30

ჭაღი  _ კანდელაბრი, ელექტრონათურების (ან სანთლების) დასამაგრებელი ჩამოსაკიდებელი მოწყობილობა, სანათი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შუქი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება ფალანგებში მოხრილი თითების წვერებს, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(ჭაღის) ფორმა“ _  ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.