ჭერი

ჭერი  _ ოთახის ზედა ჰორიზონტალური ნაწილი, რომელიც უშუალოდ კედლებს ეყრდნობა   ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითები, სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ჭაღი

ჭაღი  _ კანდელაბრი, ელექტრონათურების (ან სანთლების) დასამაგრებელი ჩამოსაკიდებელი მოწყობილობა, სანათი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შუქი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება ფალანგებში მოხრილი თითების წვერებს, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(ჭაღის) ფორმა“ _  ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით … Read more

Categories

ჭარხალი

ჭარხალი  _  წითელი ფერის ბოსტნეული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „(ჭარხლის) ფორმა“ / „მრგვალი“ _  ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და … Read more

Categories

ჭყლეტა

ჭყლეტა   _  სრესა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე განთავსებული ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის ურთიერთსაპირისპირო განმეორებადი მოძრაობა და ხდება პოზიციათა მონაცვლეობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ჭუჭყიანი

ჭუჭყიანი _   უსუფთაო, ბინძური, დანაგვიანებული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით ერთმანეთის მიმართულებით, ხელისგულები ეხება ერთმანეთს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ჭურჭელი

ჭურჭელი   _ ნივთები, რომელშიც სასმელ-საჭმელს ათავსებენ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „თეფში“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წრიულად მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა … Read more

Categories

ჭრილობა

ჭრილობა   _  სხეულზე განაჭერი (ხმლით, ხანჯლით, ტყვიით…)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(სისხლის) დენა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა … Read more

Categories

ჭორფლი

ჭორფლი _   მოყავისფრო წვრილი წინწკლები სახეზე (ან ხელებზე)   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სახისკენ მიმართულია  ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი, ზევით აღმართული თითებით, სრულდება სპირალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ჭორიკანა

ჭორიკანა _    ჭორების მთქმელი და გამავრცელებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭორი“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია … Read more

Categories

ჭორი

ჭორი _    მონაგონი, ტყუილი ამბავი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჭკუა

ჭკუა  _   აზროვნების უნარი, გონება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება თავს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ჭკნობა

ჭკნობა  _ მცენარის სინედლის კლება, სინორჩის დაკარგვა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია  თითები. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ჭკნობა

ჭკნობა  _ (მცენარის) სინედლის კლება, სინორჩის დაკარგვა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სახესთან განთავსებული ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ, ბოლო ფაზაში ფალანგებში მოხრილია თითები. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ჭკვიანი

ჭკვიანი  _  ვისაც ჭკუა აქვს, გონიერი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, შუბლთან განთავსებული ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ცერი ეხება მოხრილი თითების წვერებს და ხელი ეხება შუბლს, ბოლო ფაზაში სახის წინ განთავსებულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ჭიქა

ჭიქა  _   ცილინდრული ფორმის მინის სასმისი, ჭურჭელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მოხრილია საჩვენებელი თითი და ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ზევით მიმართულია მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი, მარჯვნივ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის … Read more

Categories