ხელმისაწვდომი

36

ხელმისაწვდომი _  რაზედაც ხელი მიუწვდებათ, ადვილად მოსაპოვებელი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ზედა ფალანგებში მოხრილი თითები და ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.