ხმის მიცემა

ხმის მიცემა –  არჩევანის გაკეთება და არჩევნებში მხარდაჭერა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხმა“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი საჩვენებელი თითით ეხება ყელს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიცემა“ –   სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება ფალანგებში … Read more

Categories

ხილი

ხილი –   მცენარის საჭმელად ვარგისი, ტკბილი და წვნიანი ნაყოფი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვაშლი“ –  ზევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ – ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით … Read more

Categories

ხელფასი

ხელფასი _   შრომის გასამრჯელო, სამუშაო ძალის ფასი, შრომის ფასი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა, არათითი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი  წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.  

Categories

ხელმისაწვდომი

ხელმისაწვდომი _  რაზედაც ხელი მიუწვდებათ, ადვილად მოსაპოვებელი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ზედა ფალანგებში მოხრილი თითები და ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ხელისგული

ხელისგული _  ხელის მტევნის შიდა ნაწილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და წინ მიმართული საჩვენებელი თითით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ხაშლამა

ხაშლამა  _  ძროხის მოხარშული ხორცი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ძროხა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, გაშლილი ცერებით ხელები ეხება თავს, ნეკებიც გაშლილია, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, … Read more

Categories

ხაში

ხაში  _  ძროხის მოხარშული ფაშვის და ჩლიქების წვნიანი კერძი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შიგნეული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაწეული შუათითით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭამა“ – სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი, … Read more

Categories

ხასიათი

ხასიათი _  ადამიანის ფსიქიკურ თვისებათა ერთობლიობა, ზნე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს.  ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

ხშირი

ხშირი _  1. ახლო-ახლო, ზედიზედ ამოსული, მიჯრილი; 2. რაც ზედიზედ მეორდება,  მრავალგზისი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და წრეს კრავს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

Categories

ხუჭუჭა

ხუჭუჭა  _  ვისაც ხუჭუჭი თმა აქვს, ხუჭუჭთმიანი, თმახუჭუჭა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ოდნავ მოხრილია თავის დონეზე განთავსებული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია თავის დონეზე.

Categories

ხურდა

ხურდა _  რისამე ყიდვის დროს მსხვილი ფულიდან მიღებული ნაშთი, წვრილი ფული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“ _ ხელისგული ზევითაა მიმართული, საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხურდა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, … Read more

Categories

ხუმრობა

ხუმრობა  _  ენამახვილობა მსმენელთა გასამხიარულებლად, ოხუნჯობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მასხარა“ _ მარჯვნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ცერი ეხება ცხვირის წვერს, დანარჩენი თითები ირხევა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თამაში“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი და ზევით მიმართული თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება … Read more

Categories

ხუთშაბათი

ხუთშაბათი  _  კვირის მეოთხე დღის სახელწოდება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ, სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარხცნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ხუთი

ხუთი  _    რიცხვი 5, ორი და სამი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ხროვა

ხროვა  _  მტაცებელ ცხოველთა გუნდი, ერთად თავმოყრილი ცხოველები   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი  თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი  თითებით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, შემდეგ ფაზაში წინ მიმართული მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი … Read more

Categories