ჭარხალი _ წითელი ფერის ბოსტნეული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „(ჭარხლის) ფორმა“ / „მრგვალი“ _ ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ზევით მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.