ხმის მიცემა

39

ხმის მიცემა  არჩევანის გაკეთება და არჩევნებში მხარდაჭერა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხმა“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი საჩვენებელი თითით ეხება ყელს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიცემა“ –   სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება ფალანგებში მოხრილი თითების წვერებს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.