ხაშლამა _ ძროხის მოხარშული ხორცი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ძროხა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, გაშლილი ცერებით ხელები ეხება თავს, ნეკებიც გაშლილია, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოხარშვა“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელი ქვევითა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.