ჯარიმა

ჯარიმა _   1. ფულის გადახდევინება სასჯელად; 2.  სპორტსმენის დასჯა თამაშის წესის დარღვევისათვის   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია არათითი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჯანღი

ჯანღი  _  ავდრის მომასწავებელი, შავი ღრუბელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“ – სხეულისკენ მიმართულია თავთან განთავსებული მარჯვენა ხელისგული, ფართოდ გაშლილი თითებით ხელი ეხება თავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღრუბელი“ –  წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა … Read more

Categories

ჯოჯოხეთი

ჯოჯოხეთი _ ადგილი საიქიოში, სადაც საშინელ ცეცხლში იტანჯებიან ცოდვილთა სულები   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეშმაკი“ _ სხეულისკენ მიმართულია თავთან განლაგებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, გაშლილი და სახისკენ მიმართულია ცერი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მომდევნო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვევით“ _ ხელისგული მიმართულია … Read more

Categories

ჯობნა

ჯობნა  _ უპირატესობის, გამარჯვების მოპოვება   ორხელიანი ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით. მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჯიში

ჯიში   _  მოდგმა, ჩამომავლობა, ჯილაგი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გენი“ _ იდაყვში გაშლილი და წინ გაწვდილია ზევით მიმართული მარცხენა ხელისგული ოდნავ მოხრილი თითებით, ამ ხელს მაჯასთან ზევით-ქვევით განმეორებადი მოძრაობით ეხება მარჯვენა ხელის გაშლილი საჩვენებელი თითი, მარჯვენა ხელის დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად და ხელისგული მიმართულია ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, … Read more

Categories

ჯიუტი

ჯიუტი  _ კერპი, თავნება, უტეხი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელი მსუბუქად ეხება თავს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ჯილდო

ჯილდო _  საპატიო საჩუქარი დამსახურების, ღვაწლის აღსანიშნავად   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ქვევით მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჯიგარი

ჯიგარი – ჟარგონული სიტყვა სამეტყველო ქართულში _ გემრიელი, კარგი ადამიანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვაჟკაცი“_  სხეულისკენ მიმართულია ულვაშთან განთავსებული ხელისგული, ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება გაშლილი და ზევით აღმართული შუა და საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამდვილი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ … Read more

Categories

ჯიბე

ჯიბე  _ ტანსაცმელზე მიკერებული პატარა პარკი რამის ჩასადებად   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, სრულდება მოძრაობა ქვევით, ხელი ეხება გვერდს. ჟესტი წარმოდგენილია წელის დონეზე.

Categories

ჯვარი

ჯვარი  _ ქრისტიანული კულტის სიმბოლო – გრძელი ვერტიკალური ღერო, რომელზედაც პერპენდიკულარულად არის გადაჭდობილი მეორე, უფრო მოკლე ღერო   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩები თითები შეკრულია მუშტად, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩები თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება და … Read more

Categories

ჯერჯერობით

ჯერჯერობით _  ჯერ კიდევ, აქამდის   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯერ“ _ ზევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დროებით“ _ წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები … Read more

Categories

ჯერ

ჯერ  _  პირველ რიგში, სხვაზე ადრე, პირველად, უწინ   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ჯემი

ჯემი _   შაქრით მოხარშული და აზელილი ხილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტკბილი“_ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მარჯვენა ლოყას, სრულდება მოძრაობა ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „წასმა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა … Read more

Categories

ჯგუფი

ჯგუფი _  რამდენიმე ერთმანეთთან ახლოს მყოფი ვინმე (ან რამე), გუნდი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებითა და ზევით აწეული ცერებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ერთმანეთისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჯაჭვი

ჯაჭვი  _  ერთმანეთში გაყრილი ლითონის რგოლების მწკრივი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი თითების წვერებს წრეების ფორმით, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელები ერთმანეთს ჯაჭვურად ებმის ცერებით და საჩვენებელი თითებით, ბოლო ფაზაში ხელები ერთმანეთს სცილდება იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories