ამანათი

amanaTi

ამანათი  _ შეკრული საფოსტო გზავნილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფოსტა“ _ მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ხელი მაჯაში მოხრილია და თითები ქვევითაა დაშვებული, საჩვენებელი და შუა თითები ფალანგებშია მოხრილი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, მარჯვენა ხელი რამდენჯერმე ეხება გაშლილი თითებით ზევით მიმართულ მარცხენა ხელისგულს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაგზავნა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, ხოლო მარცხენა ხელი სხეულისკენაა მიმართული და მარჯვენა მაჯის ქვეშაა განთავსებული, ორივე ხელზე თითები გაშლილია და ფალანგებში მოხრილი, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი იდაყვშია მოხრილი, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და  მკერდის დონეზე.