ამაზრზენი

amazrzeni

ამაზრზენი _  შემზარავი‚ საზარელი‚ შემაძრწუნებელი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერები ეხება მოხრილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ზევით, მომდევნო ფაზაში ორივე ხელზე გაშლილი და ზევით აღმართულია შუა თითი, საჩვენებელი და არათითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.