ამაზე _ აგრეთვე ამის შესახებ‚ სწორედ ამის შესახებ
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“ _ ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შესახებ“ _ წინ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.