ამაღამ

amaRam

ამაღამ   _  ამ ღამეს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“ _ ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღამე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში გაშლილი თითები იხრება ფალანგებში. ჟესტი სრულდება მკერდისა და მხრების დონეზე.