ამასობაში

amasobaSi

ამასობაში  _   ამ დროს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“ _ ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ _ მარჯვენა ხელისგული მარცხნივაა მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით, ცერი ეხება ნიკაპს, თითები მონაცვლეობით ირხევა განმეორებადი მოძრაობით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.