აბჯარი

abjari

აბჯარი _  იარაღი, სამხედრო აღჭურვილობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რკინა“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელის კონფიგურაციაა გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და მარჯვენა ხელის გაშლილი თითები ეხება მარცხენა ხელის თითებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტანსაცმელი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებულია ოთხი თითი, ზევით აწეულია ცერები, ხელები მსუბუქად ეხება სხეულს, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

აბუჩად აგდება

abuCad agdeba

აბუჩად აგდება  _  დაცინვა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება გამეორებითი, სინქრონული მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

აბსოლუტური

absoluturi

აბსოლუტური  _ სრული, თავისთავადი, რაც არაფერზე არ არის დამოკიდებული

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, საჩვენებელი და ცერი თითებით იკვრება წრეები, დანარჩენი თითები გაშლილია და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

 

კატეგორია:

აბრეშუმი

abreSumi

აბრეშუმი  _  აბრეშუმის ჭიის პარკისაგან ამოხვეული ძაფი

 

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი,  ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაჭერი“ _ მარჯვენა ხელისგული  მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება, მუშტებად შეკრულია თითები და ცერზე შემოხვეულია საჩვენებელი თითები, მარჯვენა ხელი მარცხნივ გადაადგილდება მარცხენას გასწვრივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი სიმეტრიული დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სრიალა“ / „თხელი“  _  ზევით მიმართულია ხელისგულები, ცერები განმეორებითი მოძრაობით ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე

კატეგორია:

აბრა

abra 

აბრა   _   დაფა დაწესებულების სახელწოდების წარწერით

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითები გამოსახავენ ღია წრეს, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა  _  მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული იმავე კონფიგურაციით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

აბონენტი

abonenti

აბონენტი   _   აბონემენტის მქონე პირი

 

პირველ ნაწილში მოცემულია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადახდა“ _ ხელისგულები ზევითაა მიმართული, გაშლილი თითებით და ზემოთ აწეული ცერით მარჯვენა ხელი ზემოდან ედება გაშლილ მარცხენა ხელისგულს, მარჯვენა ცერისა და საჩვენებელი თითის წვერები ბოლო ფაზაში ერთმანეთს ეხება; მეორე ნაწილში წარმოდგენილია სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერითა და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძარაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

აბმა /ააბამს

abma

აბმა /ააბამს   _    რისიმე ასხმა ძაფზე, ან რამეზე აცმა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელის თითები გაშლილია პირველ პოზიციაში, მარცხენა ხელის ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და გამოსახულია წრე, ბოლო ფაზაში ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელის ცერი და საჩვენებელი თითებით იკვრება ჯაჭვის ფორმით ერთმანეთზე გადაჭდობილი წრეები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

აბლაბუდა

 

ablabuda

აბლაბუდა   _   ობობას ქსელი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ოთხი თითი და მოკეცილია ცერი, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები იმავე მდგომარეობაში ზედ ედება მარცხენა ხელის თითებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

აბიტურიენტი

abiturienti

აბიტურიენტი  _    პიროვნება, რომელიც აბარებს უმაღლეს სასწავლებელში

 

ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ _ ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, შუა და საჩვენებელი თითების წვერებს ეხება ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „მომზადება“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი და ცერი, დანარჩენი თითები შეკრული მუშტებად, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

აბზაცი

abzaci

აბზაცი   _   ტექსტში შეწევით დაწყებული ახალი სტრიქონი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „დაწყება“ _ ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული, გაშლილი საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ზევით მიემართება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადასვლა“ _ ორივე ხელი წარმოდგენილია გაშლილი და ერთმანეთთან მიტყუპებული  თითებით, მარცხენა ხელისგული მიმართულია ზევით, ხოლო მარჯვენა _ მარცხნივ, მარჯვენა დომინანტი ხელი პერპენდიკულარულად დევს მარცხენაზე და წინ გადაადგილდება რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

კატეგორია:

აბდაუბდა

abdaubda

აბდაუბდა   _    უაზრო ლაპარაკი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ხელები ასიმეტრიულად, ერთმანეთის თანმიმდევრობით შიდა რკალური ტრაექტორიით მოძრაობს ზევით-ქვევით და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს მარცხენას. ჟესტი  წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

აბანო

abano

აბანო   _    საბანაოდ  განკუთვნილი ადგილი ან მოწყობილობა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელები მსუბუქად ეხება სხეულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

აბაზანა

abazana

აბაზანა  _  საბანაოდ  განკუთვნილი ჭურჭელი ან ადგილი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელები მსუბუქად ეხება სხეულს, მომდევნო ფაზაში ფართოდ გაშლილი თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

აალება

aaleba

 

აალება  _    ცეცხლის ალის მოდება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ნეკი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული

მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და თან ხელები ზევით მიემართება მკერდის დონიდან მხრებამდე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

 

კატეგორია: