აბჯარი _ იარაღი, სამხედრო აღჭურვილობა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რკინა“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელის კონფიგურაციაა გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და მარჯვენა ხელის გაშლილი თითები ეხება მარცხენა ხელის თითებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტანსაცმელი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებულია ოთხი თითი, ზევით აწეულია ცერები, ხელები მსუბუქად ეხება სხეულს, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.