აგარაკი

agaraki

აგარაკი  _  დასასვენებელი ადგილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი ჟესტი „ჰაერი“ _ გაშლილი ხელისგულები ზევითაა მიმართული,  სრულდება რკალური ტრაექტორიის  განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია  ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ _  გაშლილი ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.