აბრეშუმი _ აბრეშუმის ჭიის პარკისაგან ამოხვეული ძაფი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაჭერი“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება, მუშტებად შეკრულია თითები და ცერზე შემოხვეულია საჩვენებელი თითები, მარჯვენა ხელი მარცხნივ გადაადგილდება მარცხენას გასწვრივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი სიმეტრიული დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სრიალა“ / „თხელი“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები, ცერები განმეორებითი მოძრაობით ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე