აბრა _ დაფა დაწესებულების სახელწოდების წარწერით
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითები გამოსახავენ ღია წრეს, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული იმავე კონფიგურაციით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.