აბზაცი _ ტექსტში შეწევით დაწყებული ახალი სტრიქონი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაწყება“ _ ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული, გაშლილი საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ზევით მიემართება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადასვლა“ _ ორივე ხელი წარმოდგენილია გაშლილი და ერთმანეთთან მიტყუპებული თითებით, მარცხენა ხელისგული მიმართულია ზევით, ხოლო მარჯვენა _ მარცხნივ, მარჯვენა დომინანტი ხელი პერპენდიკულარულად დევს მარცხენაზე და წინ გადაადგილდება რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.