ამბავი

ambavi

ამბავი  _ თავგადასავალი, მონათხრობი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, მრავალფაზიანი სიტყვა-ჟესტი „ახალი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში  მოხრილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ზურგით ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თქმულება“ _ ხელისგულები მიმართულია წინ, შუა და ცერი თითები წვერებით ეხება ერთმანეთს, ბოლო ფაზაში თითები იშლება. ჟესტის წარმოდგენილია მკერდის დონეზე.