ამბორი

ambori

ამბორი  _  (ნაზი) კოცნა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რბილი“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, მომდევნო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კოცნა“ _ მარცხენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია წინ და მარცხნივ, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და მარცხნივ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელის გაშლილ თითებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.