ამომავალი

ამომავალი –  ვინც ან რაც ამოდის   ერთხელიანი, დინამიკური, ჟესტი, წინ  მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება მოხრილი თითების წვერებს,  სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ქვევით, ბოლო ფაზაში თითები ფართოდ გაშლილია და ხელისგული წინაა მიმართული. ჟესტი წარმდგენილია მხრების  დონეზე.

Categories

ამიტომ

ამიტომ  – ამის გამო, ამ მიზეზით   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ორივე ხელის საჩვენებელი და შუა თითები გაშლილია, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარცხენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული ზევითაა მიმართული და გაშლილი თითები ზურგით ეხება მარცხენა ხელის გაშლილ თითებს, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართული მარჯვენა ხელისგული … Read more

Categories

ამისი

ამისი –  რაც ამას ეკუთვნის, ამისგან მომდინარე   ორნაწილიანი  ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“ – ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად;  ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ კუთვნილება” – ხელისგული ზევით და სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითები ზევით მიემართება, ხელი მარცხნივ და … Read more

Categories

ამინდი

ამინდი  –  ატმოსფერული მდგომარეობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები  გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში ხელები ჯვარედინად გადაიკვეთება იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ამინ

ამინ   – ლოცვის დაბოლოება ნიშნავს – ჭეშმარიტად!   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს ზევით მიმართულ წრეებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

ამიერიდან

ამიერიდან  –  ამის შემდეგ, აქედან დაწყებული‚ ამ დღიდან მოყოლებული‚ დღეიდან   სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“ – ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მერე“  – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება წვერებით, დანარჩენი თითები გაშლილია, … Read more

Categories

ამიერ

ამიერ  – ამიერიდან‚ ამას იქით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“ – ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაწყება“ –  გაშლილი და ზევით აღმართლი თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მარცხენა ხელისგულთან განთავსებული მარჯვენა ხელისგული  მიმართულია წინ, გაშლილი … Read more

Categories

ამერიკა

ამერიკა  –  ამერიკის ქვეყანა, აშშ   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული,  გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება ჯერ ნიკაპს, შემდეგ შუბლს. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories

ამდენ ხანს

  ამდენ ხანს  – ამ ხნის განმავლობაში   სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“ – ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ – მარჯვენა ხელისგული მარცხნივაა მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით, ცერი ეხება ნიკაპს, თითები მონაცვლეობით ირხევა განმეორებადი მოძრაობით; ჟესტის … Read more

Categories

ალიბუხარი

ალიბუხარი  _ ქლიავის ერთ-ერთი ჯიში   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „თეთრი“ _ ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითები კრავს წრეს და მსუბუქად ეხება მკერდს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ქლიავი“  _ მარჯვენა დომინანტი ხელის ცერი და საჩვენებელი … Read more

Categories

ალმური

ალმური _  სიმხურვალე, ბუღი, ცეცხლის ალი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია ზევით,  თითები გაშლილია და ზევით აღმართული, მომდევნო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ბოლო ფაზაში ორივე ხელი სხეულისკენ მიმართული გაშლილი ხელისგულებით სინქრონულად მოძრაობს ზევით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

ამბულატორიული

ამბულატორიული _ სამკურნალო-პროფილაქტიკური ტიპის სამედიცინო მომსახურება ბინაზე, არა სტაციონალურად; ამბულატორიასთან დაკავშირებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „მკურნალობა“ _ მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და  შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარცხენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, მარჯვენა ხელი მაჯით … Read more

Categories

ავდარი

ავდარი  _ ცუდი ამინდი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამინდი“ _ მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავი“  _  ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები მუშტადაა შეკრული, მხოლოდ ნეკია გაშლილი და სახისკენ მიმართული, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა … Read more

Categories

ავაზაკი

ავაზაკი  _   ყაჩაღი ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები მუშტებადაა შეკრული, ორივე ხელი სინქრონულად წინ მიემართება რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება წელის დონეზე.  

Categories

აბონემენტი

აბონემენტი  _   საბუთი, რომელიც რამეთი სარგებლობის უფლებას იძლევა   ორნაწილიანი, ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა: მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, სრულდება მოძრაობა მარცხნივ;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“_  ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული ხუთი თითი თანმიმდევრული რხევით მოძრაობს, სრულდება განსვლითი მოძრაობა: … Read more

Categories