ამბულატორიული

ambulatoriyli

ამბულატორიული _ სამკურნალო-პროფილაქტიკური ტიპის სამედიცინო მომსახურება ბინაზე, არა სტაციონალურად; ამბულატორიასთან დაკავშირებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „მკურნალობა“ _ მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და  შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარცხენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, მარჯვენა ხელი მაჯით ადევს გაშლილ მარცხენა თითებს და ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ხშირი სიარული“ _ მარცხენა ხელისგული წინაა მიმართული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ და წინ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და საჩვენებელი თითით ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.