ამდენ ხანს – ამ ხნის განმავლობაში
სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“ – ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ – მარჯვენა ხელისგული მარცხნივაა მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით, ცერი ეხება ნიკაპს, თითები მონაცვლეობით ირხევა განმეორებადი მოძრაობით; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი “განმავლობაში“ – ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.