ალიბუხარი

alibuxari

ალიბუხარი  _ ქლიავის ერთ-ერთი ჯიში

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „თეთრი“ _ ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითები კრავს წრეს და მსუბუქად ეხება მკერდს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ქლიავი“  _ მარჯვენა დომინანტი ხელის ცერი და საჩვენებელი თითი ღია წრეს წარმოქმნის, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელისგული ქვევითაა მიმართული, მარცხენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი მარცხნივ მოძრაობს და ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.