ამიტომ

9

ამიტომ   ამის გამო, ამ მიზეზით

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ორივე ხელის საჩვენებელი და შუა თითები გაშლილია, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარცხენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული ზევითაა მიმართული და გაშლილი თითები ზურგით ეხება მარცხენა ხელის გაშლილ თითებს, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართული მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელის გაშლილ თითებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.