ანათალი

ანათალი – ის, რაც აათალეს ან აითალა, ათლილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ფალანგებში მოხრილი თითებით ზემოდან ეხება გაშლილ მარცხენა ხელისგულს და რკალური ტრაექტორიით ასრულებს მოძრაობას ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

ანაზღაურება

ანაზღაურება – საფასურის გადახდა, დაფარვა (ზარალისა, ხარჯისა…), დანაკარგის აღდგენა, სანაცვლოს მიცემა, ზღვევა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ფული“ –  ხელისგული ზევითაა მიმართული, გაშლილი თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „გადახდა“– ხელისგულები ზევითაა მიმართული, გაშლილი თითებით და ზევით აწეული ცერით მარჯვენა ხელი ზემოდან ედება გაშლილ მარცხენა … Read more

Categories

ანაზდად

ანაზდად  – უეცრად, მოულოდნელად, უცაბედად, შემთხვევით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი თითები კრავს ზევით მიმართულ წრეებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით და ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

ანაბარი

ანაბარი – მიბარებული რამ, შემნახველ სალაროში (ბანკში) შეტანილი ფული    ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, სიტყვა-ჟესტი   „ფული“ – ხელისგული ზევითაა მიმართული, გაშლილი თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „დაგროვება“ – მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების … Read more

Categories

ამხანაგი

ამხანაგი –   თანასწორი, ტოლი, სწორი, მეგობარი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და განზე გაწეული იდაყვით, იდაყვით სრულდება რკალური ტრაექტორიის გამეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში მარცხნივ მიმართულია ხელისგული და იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ამწე

ამწე –  სიმძიმეთა ასაწევი სპეციალური მექანიზმი მშენებლობასა თუ წარმოებაში   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, მარჯვენა იდაყვის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, სხეულისკენ მიმართულია წინ წაწეული მარჯვენა ხელისგული ქვევით დაშვებული თითებით, ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ამყოლი

ამყოლი  – ვინც აჰყვება ვისმე ან რასმე;  ვინც ვინმესთან (ან რამესთან) ერთად მიდის, ვინც აჰყოლია, ასდევნებია ვინმეს (რამეს)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მოსმენა“  – წინ მიმართულია ყურთან განთავსებული გაშლილი ხელისგული  ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ზევით მიმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია  მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული … Read more

Categories

ამრიგად

ამრიგად  – ამნაირად, ამგვარად, ასე, ამ სახით, ამ წესით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ქვევითაა მიმართული, საჩვენებელი თითები გაშლილია და ქვევით მომართული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს და ბოლო ფაზაში  ერთმანეთს ეხება. ჟესტი სრულდება წელის დონეზე.  

Categories

ამპლიტუდა

ამპლიტუდა  –  მანძილი ორ წერტილს შორის, რომელთა ფარგლებშიც ირხევა რაიმე სხეული; მერყეობის, ცვალებადობის საზღვრები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ქვევითაა მიმართული, საჩვენებელი თითები გაშლილია და ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ამპარტავნება

ამპარტავნება  –   ქედმაღლობა, მედიდურობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამაყი“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები მუშტადაა შეკრული და ცერი ზევითაა აღმართული, სრულდება მოძრაობა ზევით და ხელი სხეულს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხვირაწეული“ – ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, საჩვენებელი თითი ეხება ცხვირს და … Read more

Categories

ამპარტავანი

ამპარტავანი  – მეტისმეტად ამაყი, მედიდური, ქედმაღალი   სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამაყი“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები მუშტადაა შეკრული და ცერი ზევითაა აღმართული, სრულდება მოძრაობა ზევით და ხელი სხეულს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხვირაწეული“ – ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, საჩვენებელი თითი ეხება … Read more

Categories

ამოწყვეტა

ამოწყვეტა –   ამოხოცვა, ამოჟლეტა, მოსპობა.   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება გაშლილი თითებით ქვევით მიმართულ მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ამოწერა

ამოწერა  –  რამეს ან ვინმეს ამოშლა ჩანაწერიდან ან ტექსტის რაიმე ნაწილის გადმოწერა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი თითებით ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ამოცანა

ამოცანა – მოსაცნობი, გადასაწყვეტი, გადასაჭრელი საკითხი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გამოგონება“ – ხელისგული მიმართულია მარცხნივ და ქვევით, გაშლილი საჩვენებელი თითი წვერით ეხება საფეთქელს, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ანგარიში“ – ხელისგულები გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული, ერთმანეთის პარალელურად განთავსებული ხელები წინ მიემართება თითების რხევით. ჟესტი სრულდება … Read more

Categories

ამონაბეჭდი

ამონაბეჭდი  – ამობეჭდილი, დაბეჭდილი რამე,  ჟურნალიდან ან კრებულიდან ამოღებული ნაბეჭდი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბეჭდვა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მუშტად შეკრული თითებით და ქვევით მიმართული ხელისგულით ქვევით ეშვება და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამოსვლა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი … Read more

Categories