ანაბარი

23

ანაბარი მიბარებული რამ, შემნახველ სალაროში (ბანკში) შეტანილი ფული 

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, სიტყვა-ჟესტი   „ფული“ ხელისგული ზევითაა მიმართული, გაშლილი თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „დაგროვება“ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარცხნივ და წინ, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები გაშლილი და წინ მიმართულია „უ“ დაქტილის ფორმით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და  მხრების დონეზე.