ამხანაგი – თანასწორი, ტოლი, სწორი, მეგობარი
ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და განზე გაწეული იდაყვით, იდაყვით სრულდება რკალური ტრაექტორიის გამეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში მარცხნივ მიმართულია ხელისგული და იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
