ამწე

20

ამწე   სიმძიმეთა ასაწევი სპეციალური მექანიზმი მშენებლობასა თუ წარმოებაში

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, მარჯვენა იდაყვის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, სხეულისკენ მიმართულია წინ წაწეული მარჯვენა ხელისგული ქვევით დაშვებული თითებით, ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.