ამყოლი

19

ამყოლი  ვინც აჰყვება ვისმე ან რასმე;  ვინც ვინმესთან (ან რამესთან) ერთად მიდის, ვინც აჰყოლია, ასდევნებია ვინმეს (რამეს)

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მოსმენა“   წინ მიმართულია ყურთან განთავსებული გაშლილი ხელისგული  ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ზევით მიმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია  მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითების განლაგებით გამოსახულია ღია წრე, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.