ანაზღაურება

25

ანაზღაურება საფასურის გადახდა, დაფარვა (ზარალისა, ხარჯისა…), დანაკარგის აღდგენა, სანაცვლოს მიცემა, ზღვევა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ფული“  ხელისგული ზევითაა მიმართული, გაშლილი თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „გადახდა“ ხელისგულები ზევითაა მიმართული, გაშლილი თითებით და ზევით აწეული ცერით მარჯვენა ხელი ზემოდან ედება გაშლილ მარცხენა ხელისგულს, მარჯვენა ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ბოლო ფაზაში ერთმანეთს ეხება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.