ამპარტავანი – მეტისმეტად ამაყი, მედიდური, ქედმაღალი
სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამაყი“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები მუშტადაა შეკრული და ცერი ზევითაა აღმართული, სრულდება მოძრაობა ზევით და ხელი სხეულს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხვირაწეული“ – ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, საჩვენებელი თითი ეხება ცხვირს და რკალური ტრაექტორიით ზევით მოძრაობს; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მკერდისა და მხრების დონეზე.
