ამოცანა – მოსაცნობი, გადასაწყვეტი, გადასაჭრელი საკითხი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გამოგონება“ – ხელისგული მიმართულია მარცხნივ და ქვევით, გაშლილი საჩვენებელი თითი წვერით ეხება საფეთქელს, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ანგარიში“ – ხელისგულები გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული, ერთმანეთის პარალელურად განთავსებული ხელები წინ მიემართება თითების რხევით. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.
