ამდენი

amdeni

ამდენი _  ამ რაოდენობისა, ამ რაოდენობით, ამ ზომის

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“ _  ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რაოდენობა” _ მუშტად შეკრული თითებით მარჯვენა ხელისგული ზევითაა მიმართული, ბოლო ფაზაში თითები თანმიმდევრობით იშლება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე და ქვევით.