აოხრება

აოხრება – გაფუჭება, დაზიანება, გაპარტახება, გავერანება, გაჩანაგება, განადგურება, აკლება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმენეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ქვევით მიმართული მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს და ნახევარ-წრიულ მოძრაობას ასრულებს; ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები მუშტადაა შეკრული და მარცხენა ხელისგულზეა განთავსებული. ჟესტი სრულდება წელის დონეზე.

Categories

აორთქლება

აორთქლება  – ორთქლად გადაქცევა, შეუმჩნევლად გაქრობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელის თითების რხევით  სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ანწლი

ანწლი  – მრავალწლიანი მცენარე, სწორ ღეროზე ქოლგის მსგავსად ისხამს ყვავილს და წვრილ შავ ნაყოფს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა- ჟესტი „შავი“ – სახისკენ მიმართული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხელზე ტრიალი“ –  ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, … Read more

Categories

ანძა

ანძა –  მაღალი ძელი   ორნაწილიანი, დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ელექტრონული“ / “ელექტრო“ – წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ და ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ანძა“ – ორხელიანი ასიმეტრიული სტატიკური, იკონური ჟესტი, ქვევითაა მიმართულია მარცხენა ხელისგული თავისუფლად გაშლილი თითებით, მარცხვნივ მიმართულია მარჯვენა … Read more

Categories

ანცი

ანცი – ცელქი, დაუდეგარი, მოუსვენარი, ონავარი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული სახისკენაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, ხელი გაშლილი თითებით სახეს ეხება ცხვირთან; ბოლო ფაზაში თითები მუშტადაა შეკრული და იდაყვში მოხრილი ხელი სახიდან წინ არის გამოწეული. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

ანჩხლი

ანჩხლი – ავი, გაბრაზებისას თავშეუკავებელი, კაპასი   ორნაწილიანი, დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „კაპასი“ – წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ცერები საფეთქლებზეა მიდებული; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“– ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების … Read more

Categories

ანუ

ანუ  –  იხმარება მსგავსი მნიშვნელობის მქონე სიტყვების დასაკავშირებლად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა  მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი  თითები შეკრულია მუშტებად, ხელები რკალური ტრაექტორიით სინქრონულად გადაადგილდება მარცხნიდან მარჯვნივ. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

ანტრაქტი

ანტრაქტი – შესვენება თეატრალური წარმოდგენის (ან რაიმე სხვა სანახაობის) ორ ნაწილს, ორ მოქმედებას შორის   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილი ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დატრიალება“ – ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელები რკალურად მოძრაობს ერთმანეთის მიმართულებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შესვენება“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია … Read more

Categories

ანტიკური

ანტიკური  –  ძალიან ძველი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძველი“ – ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, საფეთქელთან ხელი სახეს ეხება და ქვევით  მოძრაობს;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადრინდელი“ – ხელისგული სახისკენაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი წინ და უკან მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება … Read more

Categories

ანტენა

ანტენა – რადიოდანადგარის ნაწილი, რომელიც იჭერს რადიოტალღებს   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, წინ მიმართული მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეყრდნობა იდაყვის ქვეშ ამოდებულ პასიურ მარცხენა ხელს, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

ანტარქტიდა

ანტარქტიდა  – კონტინენტი სამხრეთ პოლუსის ირგვლივ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიცივე“ /“ყინული“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება ნახევრწრის ტრაექტორიის მოძრაობა და მომდევნო ფაზაში ხელისგულები ზევითაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სისქე“ –  ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები,  გაშლილია ცერი და ერთად შეტყუპებული, გაშლილი, სწორად მოხრილი … Read more

Categories

ანონიმური

ანონიმური –  ხელმოუწერელი, უსახელო   ორნაწილიანი, დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წერილი“  – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული,  მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და წინ გადაადგილდება რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საიდუმლო“ … Read more

Categories

ანონიმი

ანონიმი  –  წერილობითი წყარო, რომლის ავტორის ვინაობაც უცნობია   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „წერა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე … Read more

Categories

ანომალია

ანომალია – კანონზომიერების დარღვევა, საერთო წესისაგან, ნორმისაგან გადახვევა, გადახრა   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბადება“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ნეკი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწორი“/ „ამინ“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი … Read more

Categories

ანკეტა

ანკეტა – გარკვეული ფორმის მიხედვით შედგენილი ფურცელი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პიროვნება“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ჩაკეცილი ცერებით, … Read more

Categories