ანწლი – მრავალწლიანი მცენარე, სწორ ღეროზე ქოლგის მსგავსად ისხამს ყვავილს და წვრილ შავ ნაყოფს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა- ჟესტი „შავი“ – სახისკენ მიმართული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხელზე ტრიალი“ – ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, მარჯვენა ხელი ასრულებს სპირალისებურ მოძრაობას ქვევით: მარცხენა იდაყვის გასწვრივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.
