ანძა

60

ანძა   მაღალი ძელი

 

ორნაწილიანი, დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ელექტრონული“ / “ელექტრო“ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ და ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ანძა“ ორხელიანი ასიმეტრიული სტატიკური, იკონური ჟესტი, ქვევითაა მიმართულია მარცხენა ხელისგული თავისუფლად გაშლილი თითებით, მარცხვნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, იდაყვში მოხრილი მარჯვენა ხელი განთავსებულია მარცხენა ხელისგულის ზურგზე. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.