ანცი – ცელქი, დაუდეგარი, მოუსვენარი, ონავარი
ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული სახისკენაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, ხელი გაშლილი თითებით სახეს ეხება ცხვირთან; ბოლო ფაზაში თითები მუშტადაა შეკრული და იდაყვში მოხრილი ხელი სახიდან წინ არის გამოწეული. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.
