აოხრება – გაფუჭება, დაზიანება, გაპარტახება, გავერანება, გაჩანაგება, განადგურება, აკლება
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმენეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ქვევით მიმართული მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს და ნახევარ-წრიულ მოძრაობას ასრულებს; ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები მუშტადაა შეკრული და მარცხენა ხელისგულზეა განთავსებული. ჟესტი სრულდება წელის დონეზე.
