აპარატი

64

აპარატი ხელსაწყო, მოწყობილობა, აღჭურვილობა,  სპეციალური ტექნიკური ხელსაწყო რაიმე სამუშაოსათვის

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ელექტრონული“ / “ელექტრო“ / „დენი“ წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელის ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტექნიკა“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები თავისუფლად გაშლილი, ზევით აღმართული თითებით, ხელები რკალური ტრაექტორიით ქვევით მოძრაობს, ჟესტი სრულდება მკერდისა და მხრების დონეზე.