აპილპილება – გაცხარება, გაწიწმატება
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული ფართოდ გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.
