ანკესი

ანკესი – თევზის საჭერი მოწყობილობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მარცხნივაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სხეულისკენ მიმართული მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით განთავსებულია მარჯვენა იდაყვის ქვეშ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია წელის დონეზე.

Categories

ანკარა

ანკარა – ძალიან წმინდა, კამკამა (სითხე)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალიან“ – მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ოდნავ მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითები გამოსახავენ ღია წრეს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და … Read more

Categories

ანიმაცია

ანიმაცია  –  კინოხელოვნება, რომელიც მიმართავს ნახატებისა თუ თოჯინების გაცოცხლება-ამოძრავებას   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკნ, და ხელი ეხება საფეთქელს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ანთოლოგია

ანთოლოგია  – კრებული, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ავტორის რჩეული თხზულებანი, ლექსები   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წერა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ასრულებს განმეორებად მოძრაობს … Read more

Categories

ანთება

ანთება  – ავადმყოფური პროცესი ამა თუ იმ ორგანოში, რასაც ახასიათებს ტკივილი და მაღალი სიცხე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული, ხელები სხეულისკენ მოძრაობს და სხეულს ეხება.  ჟესტი წარმოდგენილია წელის დონეზე.  

Categories

ანთება

ანთება  –  შუქის ანთება, მოკიდება, აგზნება ცეცხლისა ან სინათლისა     ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული ფალანგებში  მოხრილი თითებით, ბოლო ფაზაში თითები ფართოდ იშლება. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories

ანემია

ანემია  –  სისხლნაკლებობა, დაავადება, რომელსაც ახასიათებს ერითროციტებში ჰემოგლობინისა და სისხლში ერითროციტების რაოდენობის შემცირება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ / „სისხლი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება ტუჩს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის  მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სისუსტე“  –  სხეულისკენ მიმართული ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით ეხება სხეულს, ორივე … Read more

Categories

ანეკდოტი

ანეკდოტი –  მოკლე სასაცილო ამბავი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გამოგონება“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და საჩვენებელი თითი ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამონათქვამი“ – წინ მიმართულია ხელისგულები, ცერი და შუა თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, … Read more

Categories

ანდერძი

ანდერძი – ვისიმე წერილობითი ან ზეპირი განკარგულება, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ უნდა შესრულდეს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი დინამიკური ჟესტი, მარცხნივ  მიმართულია გაშლილი ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ზევით აწეული ცერი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თაობა“ / „შთამომავლობა“ – სხეულისკენ მიმართული ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები … Read more

Categories

ანდაზა

ანდაზა  –  ხალხური გონებამახვილური მოკლე გამონათქვამი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძველი“ – ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, საფეთქელთან ხელი ეხება სახელს და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამდვილი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, … Read more

Categories

ანგელოზი

ანგელოზი  –  უსხეულო ღვთიური არსება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მაჯასთან გადაჯვარედინებული ხელისგულები, გაშლილია ცერი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი მოძრაობა: თითები იკეცება და იშლება, ბოლო ფაზაში მხოლოდ ცერებია ზევით აღმართული, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

ანგარიში

ანგარიში  –  მარტივი არითმეტიკული მოქმედება, დათვლა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგულის ზედაპირზე მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ანგარება

ანგარება  –  მოქმედება პირადი გამორჩენის მიზნით   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული, მარცხენა ხელის თითებზე მაჯით მიყრდნობილი მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, ზევით აღმართულია გაშლილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი განმეორებად მოძრაობას ასრულებს მარცხნივ-მარჯვნივ. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

ანბანი

ანბანი  –  დამწერლობაში გამოყენებული ასოების ერთობლიობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია დაქტილი „ა“ – მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული ხელით მიმართულია პირდაპირ, ჟესტის მეორე  ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაქტილი“ – ხელისგული მიმართულია წინ. მოხრილი თითების რხევით ხელი მარჯვნივ მოძრაობს.  ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.

Categories

ანაფორა

ანაფორა  –  მღვდლის ფართო და გრძელი სამოსი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მღვდელი“ – ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ოვალურად მოხრილი თითები ნიკაპთანაა განთავსებული, ხელი ქვევით ეშვება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტანსაცმელი“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით და ზევით აწეული ცერებით, ხელები მკერდის დონეზე ეხება სხეულს და … Read more

Categories