ანკარა

47

ანკარა ძალიან წმინდა, კამკამა (სითხე)

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალიან“ მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ოდნავ მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითები გამოსახავენ ღია წრეს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ხელისგული წინაა მიმართული;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუფთა“ გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, მარცხენა ზევით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და მარჯვნივ მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.