ანეკდოტი

41

ანეკდოტი   მოკლე სასაცილო ამბავი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გამოგონება“ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და საჩვენებელი თითი ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამონათქვამი“ წინ მიმართულია ხელისგულები, ცერი და შუა თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტის სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.