ანდერძი

40

ანდერძი ვისიმე წერილობითი ან ზეპირი განკარგულება, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ უნდა შესრულდეს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი დინამიკური ჟესტი, მარცხნივ  მიმართულია გაშლილი ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ზევით აწეული ცერი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თაობა“ / „შთამომავლობა“ სხეულისკენ მიმართული ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.